Category Archives: კულინარია

შემწვარი ხახვი ნიგვზით

ხახვი გავასუფთავოთ, დავალაგოთ ტაფაზე და შევდგათ ცხელ აირღუმელში. როდესაც ხახვი შეწითლდება და დარბილდება, გამოვიღოთ, დავჭრათ რგოლებად და დავალაგოთ ლანგარზე. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი; გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წმინდად დაჭრილი მწვანილი – ქინძი, კამა, პიტნა, მარილი, ბროწეულის მარცვლები და ასე ავურიოთ. ყველაფერი ეს მოვასხათ დაჭრილ ხახვს, ზემოდან მოვაყაროთ წმინდად დაჭრილი კამა და ბროწეულის მარცვლები.

Read More

მოხარშული კარტოფილი ნიგვზით

კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ სიგრძეზე ან ოთხკუთხედ ნაჭრებად და მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში. დავნაყოთ წმინდად ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ზაფრანა, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დაკეპილი ხახვი, კამა, ქინძი, ოხრახუში. ეს მასალა გადავასხათ მოხარშულ კარტოფილს, ფრთხილად ავურიოთ; ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, კამა და სუფრაზე მივიტანოთ. მასალა: კარტოფილი – 1 კილოგრამი ხახვი – 2 თავი ნიგოზი – 2

Read More

ტკბილი წიწაკა ნიგვზით

მწვანე, ტკბილი წიწაკა ჩავყაროთ მდუღარეწყლიან ქვაბში და მოვხარშოთ, როცა შეგრილდება, წიწაკა გავწუროთ. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, სუნელი, ზაფრანა, მარილი, გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში. ამ მასალაში ავურიოთ გაწურული, მოცარშული წიწაკა. მოვათავსოთ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ბოლოკის ფოთლის ფხალი

გადარჩეული, გარეცხილი ბოლოკის ფოთოლი ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ბოლოკის ფოთოლი შევაგრილოთ და მერე ხელით გავწუროთ. ნიგოზი დავნაყოთ ნიორთან და ზაფრანასთან ერთად, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე შევინახოთ. დანაყილი ნიგოზი გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, დანაყილი ქინძი, კარგად ავურიოთ და მიღებული ნიგვზის მასაში ავურიოთ მოხარშული, გაწურული ბოლოკის ფოთოლი. მომზადებული ფხალი მოვათავსოთ

Read More

ყვავილოვანი კომბოსტოს ფხალი

ყვავილოვანი კომბოსტო დავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ მდუღარე მარილწყალში და მოვხარშოთ, გადავწუროთ და გავაცივოთ. დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ზაფრანა, მარილი. ნიგვზიდან გამოვხადოთ ზეთი და ცალკე შევინახოთ. ნიგვზიანი მასალა გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და ავურიოთ მოარშულ კომბოსტოში; მოვათავსოთ თეფშზე, ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და დარჩეული ბროწეული. მასალა: ყვავილოვანი კომბოსტო – 1 კილოგრამი ნიგოზი –

Read More

ჭარხალი ნიგვზით

ჭარხალი კანიანად გავრეცხოთ, შევწვათ ან მოვხარშოთ. გავაცალოთ კანი და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა ერთად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი და მოხარშული ჭარხალი. გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ. მასალა: ჭარხალი – 1 კილოგრამი ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა ნიორი – 2 კბილი მწვანილი – 3-3 ძირი

Read More

სოკო ნიგვზით

სოკო დავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ სიგრძეზე და ჩავყაროთ ცივ წყალში. შემდეგ ხელით მაგრად გავწუროთ, მოვათავსოთ ფიცარზე და დანით წვრილად დავკეპოთ. ასევე წვრილად დავკეპოთ ხახვი. ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ადუღებული წყალი და ვხარშოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. წყალი რომ შეაშრება დავამატოთ ზეთი და ვშუშოთ. შემდეგ გადმოვიღოთ ლანგარზე. მოვაყაროთ წმინდად დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, მარილი, ქინძი, კარგად ავურიოთ და

Read More

მინდვრის ნაკრები ფხალი ნიგვზით

მინდვრის სხვადასხვა სახის ფოთლოვანი ფხალი – ბალბა, ჭინჭარი, თიკნისყურა, ქათანაცარა, ჩიტისთავა და სხვა გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავყაროთ მდუღარე მარილწყლიან ქვაბში და მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ გავწუროთ, კარგად დავკეპოთ და მოვათავსოთ რაიმე შესაფერ ჭურჭელში. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ახალი ქინძი, გავხსნათ ძმარში, დავამატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა. კარგად ავურიოთ ფხალში, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი მწვანილი.

Read More

ღანძილი

ქორფა ღანძილი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ადუღებული წყალი და ვხარშოთ. ხუთი-ათი წუთი დუღილის შემდეგ გადავწუროთ საწურზე, გადავავლოთ ცივი წყალი და ერთი საათით ჩავყაროთ ცივ წყალში. გავწუროთ კარგად დაშევამზადოთ ღვინის ძმარში გახსნილი დანაყილი ახალი ქინძით და მარილით. ზევიდან მოვასხათ ზეთი. მასალა: ღანძილი – 0,5 კილოგრამი ზეთი – 30 გრამი ქინძი, მარილი, ძმარი –

Read More

დანდური

ახალ, ქორფა დანდურს მოვაცილოთ მაგარი ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავდოთ მდუღარე მარილწყლიან ქვაბში და მოვხარშოთ. შემდეგ გავაგრილოთ, გავწუროთ, მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში და შევაზავოთ ღვინის ძმარში დანაყილი ნივრით, ახალი ქინძითა და მარილით. სურვილისამებრ შეიძლება მოვასხათ ცოტა ზეთი (უმჯობესია ნიგვზის ან ზეითუნის ზეთი). მასალა: დანდური – 0,5 კილოგრამი ნიორი – 3-4 კბილი ძმარი, მარილი, ზეთი, ქინძი –

Read More