ბურგერების გამოძახება, ბურგერები გამოძახებით

5 სახის საუცხოო ბურგერი

ბურგერების გამოძახებაბურგერების გამოძახება >> https://fursheti.medgeo.net/2020/08/12/ბურგერები-გამოძახებით/

ბოლო დროს ბურგერს ამზადებს ყველა. გსურთ ისწავლოთ სახლის ბურგერის გაკეთება ისე, რომ არ ჩამოუვარდებოდეს ყველაზე მოდურ ადგილებში მომზადებულებს? თქვენს წინაშეა 5 საუცხოო რეცეპტი – მხოლოდ იყავით ყურადღებით, ასეთი ტემპით შეიძლება საკუთარი რესტორნის გახსნა მოგინდეთ.

თუ გსურთ ბურგერის გაკეთება, არ იყიდოთ მზა ფარში, არამედ შეიძინეთ ხორცი ნებისმიერ ბაზარში. მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ცივი და არა გაყინული. სასურველია იყიდოთ ძროხის უკანა ნაწილის ხორცი და გულმკერდი ან ნეკნი – უფრო ცხიმიანი ნაწილები. კატლეტში ხორცი შეურიეთ სურვილისამებრ. მაგალითად, თუ დაუმატებთ ნეკნს, კატლეტი იქნება შებოლილი. ბურგერისთვის სასურველი არ არის ნებისმიერი ფუნთუშა, უმჯობესია გამოიყენოთ „ბრიოში“.


  1. ჩიზბურგერი

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი – 500გ
  • კარაქი (უმჯობესია სალა (ცხიმი)) – 50გ
  • მარილია – 7გ
  • სანელებლები (ნებისმიერი გემოვნებისამებრ) – 7გ
  • ზეთი (მცენარეული) – 1ს/კ
  • სალათი (მწვანე) – 4 ფურცელი
  • პამიდორი (ახალი) – 4 ნაჭერი
  • დამწნილებული კიტრი – 4ც
  • წითელი ხახვი – 4 რგოლი
  • სოუსი (სახლის მაიონეზი) – ½ ჭიქა
  • სოუსი (კეტჩუპი და დარიჩინი) – 1-1 ს/კ
  • პური (ბრიოში) – 4ც
  • სოუსი (ვუსტერშირული) – გემოვნებისამებრ
  • ძმარი (ვაშლის) – გემოვნებისამებრ
  • ყველი – 4 ნაჭერი

მომზადების პროცესი:

  1. მოამზადეთ სოუსი. აურიეთ მაიონეზი, კეტჩუპი, დარიჩინი, ვუსტერშირული სოუსი, ვაშლის ძმარი და დაფქული წიწაკა ბლენდერში.
  2. ხორცი და ცხიმი დაჭერით, დაუმატეთ მარილი და სანელებლები, გაატარეთ ხორცსაკეპში. არავითარ შემთხვევაში არ დააქუცმაცოთ ფარში! თასს დააფარეთ თავზე და შედგით მაცივარში 1სთ-ით.
  3. გააცხელეთ ტაფა, დაასხით მასზე მცენარეული ზეთი და დაელოდეთ ვიდრე ზეთი ორთქლის გაშვებას დაიწყებს (არ დაგავიწყდეთ გამწოვის ჩართვა). აიღეთ 130გ გაცივებული ფარში, მიეცით კატლეტის ფორმა და დადეთ ტაფაზე. შეწვით ორივე მხრიდან 4-4წთ მანამ, ვიდრე კატლეტი არ იქნება შეფერილი. როდესაც ის გამზადდება, მასზე დადეთ ყველის ნაჭერი.
  4. ფუნთუშა გაჭერით შუაზე და გამოაშრეთ ტაფაზე ან ტოსტერში.
  5. შეგიძლიათ ააწყოთ ბურგერი. ფუნთუშის ქვედა ნაწილზე დადეთ სალათის ფურცელი, მოასხით ცოტა სოუსი. შემდეგ დადეთ კატლეტი ყველით, პამიდორი, ხახვი, კიტრის მწნილი და დააფარეთ ფუნთუშას ზედა ნაწილი. მზადაა!

ბურგერების გამოძახება >> https://fursheti.medgeo.net/2020/08/12/ბურგერები-გამოძახებით/

2. ბურგერი

ინგრედიენტები:

  • ლორი (პროშუტო) – 8 ნაჭერი
  • ღვინო (თეთრი მშრალი) – ½ ჭიქა
  • ყველი (გახეხილი გრუიერი) – 170გ
  • ფქვილი – 2ს/კ
  • ზეთი (მცენარეული) – 1ლ
  • პური (ბურგერის ფუნთუშები) – 4ც
  • კვერცხი – 2ც
  • ნაღები – ½ ჭიქა
  • შაქარი – ½ ჭიქა
  • ვანილის (ექსტრაქტი) – 1ჩ/კ
  • სოკო (შამპინიონი მშრალი, დაქუცმაცებული) – 2ს/კ
  • მარილი – 1ს/კ
  • წიწაკა (დაფქული შავი) – 1ჩ/კ
  • საქონლის ხორცი (საქონლის ხორცის ფარში) – 520გ

მომზადების პროცესი:

  1. დაიწყეთ ყველის ფონდიუთი. გაცხელებულ ქვაბში ჩაასხით ღვინო და მიიყვანეთ დუღილამდე. აურიეთ გახეხილი ყველი და ფქვილი და თანდათან ჩაამატეთ ის ქვაბში. აურიეთ მანამ, ვიდრე ყველი მთლიანად არ გაიხსნება. დატოვეთ ფონდიუ მინიმალურ ცეცხლზე.
  2. შემდეგ შეუდექით პროშუტოსგან ჩიფსების მომზადებას. გააცხელეთ ღუმელი 190°С-მდე. ღუმელის ლანგარს წაუსვით ზეთი, დადეთ მასზე პროშუტო და გააჩერეთ ღუმელში 5-6წთ მანამ, ვიდრე არ გახდება ხრაშუნა.
  3. შემდეგი ნაბიჯი – შემწვარი ფუნთუშები. საშუალო ზომის თასში აურიეთ კვერცხი, ნაღები, შაქარი, მარილი და ვანილის ექსტრაქტი. ცომში ამოავლეთ თითოეული ფუნთუშა. გააცხელეთ ზეთი დიდ ქვაბში 185°С-მდე (ან გამოიყენეთ ფრიტიურის ჭურჭელი). ჩააწყვეთ ფუნთუშები ზეთში დაახლოებით 2წთ – შედეგად ისინი უნდა გახდნენ ოქროსფერი.
  4. გადავდივართ ბურგერის კატლეტის მომზადებაზე. აურიეთ შამპინიონი, მარილი და წიწაკა, ნარევი დაუმატეთ საქონლის ხორცის ფარშს და აურიეთ. შემდეგ ფარში გაყავით 4 თანაბარ ნაწილად და მიეცით კატლეტის ფორმა. დადეთ ისინი ტაფაზე და მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე სასურველ მდგომარეობამდე.
  5. ბოლო ნაბიჯი – ბურგერის შეკრება. გაჭერით ფუნთუშები შუაზე და დადეთ ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით: ფუნთუშას ქვედა ნაწილი, კატლეტი, 1ს/კ ყველის ფონდიუ, ჩიფსები, ფუნთუშას ზედა ნაწილი. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი (პუდრა) და გაუმასპინძლდით ნეკერჩხლის სიროფთან ერთად. მზადაა!

ბურგერების გამოძახება >> https://fursheti.medgeo.net/2020/08/12/ბურგერები-გამოძახებით/

  1. ლეგენდარული ბურგერი ნიუ-იორკის ლეგენდარული სასადილოდან

ინგრედიენტები:

  • სოუსი (სახლის მაიონეზი) – ½ ჭიქა
  • სოუსი (კეტჩუპი და დარიჩინი გემოვნებისამებრ) – 1ს/კ
  • კიტრი (მწნილი) – 4ც
  • სანელებლები (ნივრის ფხვნილი) – ¼ ჩ/კ
  • სანელებლები (პაპრიკა) – ¼ ჩ/კ
  • წიწაკა (კაიენის წიწაკა) – მწიკვით
  • საქონლის ხორცი (საქონლის ხორცის ფარში(ფილე)) – 230გ
  • საქონლის ხორცი (საქონლის ხორცის ფარში(კისერი)) – 120გ
  • საქონლის ხორცი (საქონლის ხორცის ფარში(გულმკერდი)) – 120გ
  • ზეთი (მზესუმზირის) – 2ჩ/კ
  • პური (ბურგერის ფუნთუშები) – 4ც
  • სალათი (მწვანე) – 4 ფურცელი
  • პამიდორი – 8 ნაჭერი
  • ზეთი (მცენარეული) – ½ ჩ/კ
  • ყველი (ამერიკული) – 4 ნაჭერი
  • მარილი – გემოვნებისამებრ
  • წიწაკა – გემოვნებისამებრ

მომზადების პროცესი:

  1. გააკეთეთ სოუსი. აურიეთ მაიონეზი, კეტჩუპი, დარიჩინი, ნივრის ფხვნილი, პაპრიკა, კაიენის წიწაკა ბლენდერში. მიიღებთ ბევრ სოუსს, ამიტომ გადაიტანეთ საწვენეში ან კონტეინერში.
  2. აურიეთ ფარში, შემდეგ გაყავით ოთხ ნაწილად და შედგით მაცივარში 10წთ.
  3. ვიდრე კატლეტები ცივდება, მოამზადეთ ფუნთუშები. თითოეული მათგანი შუაზე გაჭერით და წაუსვით ზეთი. დაბრაწეთ ტაფაზე.
  4. აიღეთ ღრმა ტაფა, გააცხელეთ და დაასხით ზეთი. კარგად მოაყარეთ კატლეტებს მარილი და წიწაკა, შემდეგ გადაიტანეთ ტაფაზე. გამოიყენეთ ბრტყელი ნიჩაბი, რათა კატლეტი იყოს უფრო ბრტყელი. გააჩერეთ დაახლოებით 2 წთ, ვიდრე არ გაჩნდება ოქროსფერი ქერქი. ხორცს დაადევით ყველის ნაჭერი და დაელოდეთ, ვიდრე არ გალღვება. შემდეგ კატლეტი გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
  5. შეგიძლიათ ააწყოთ ბურგერი! ფუნთუშას ქვედა ნაწილზე დადეთ კატლეტი ყველით, პამიდორის ორი ნაჭერი და სალათის ფურცელი. ფუნთუშას ზედა ნაწილს წაუსვით სოუსი და დააფარეთ ბურგერს. გემრიელად მიირთვით!

ბურგერების გამოძახება >> https://fursheti.medgeo.net/2020/08/12/ბურგერები-გამოძახებით/

  1. ჰავაის ბურგერი

ერთ-ერთი ყველაზე პიკანტური ბურგერია. სიტყვები არ გვყოფნის – ისეთი გემრიელია. მისი არსი მდგომარეობს ანანასისა და ხორცის კომბინაციაში. ჩვენ ყველა შევეჩვიეთ ჰავაის პიცას – დროა შევეჩვიოთ ჰავაის ბურგერს.

ინგრედიენტები:

  • სოუსი (სოიოს) – 150მლ
  • ძმარი (ღვინის) – 1ს/კ
  • ჯანჯაფილი (გამომშრალი) – 2ჩ/კ
  • ნიორი – 2ჩ/კ
  • შაქარი (ლერწმის) – 8-10 კუბიკი
  • თაფლი – 1ს/კ
  • წყალი – ¼ ჭიქა
  • ზეთი (მცენარეული) – 1ჩ/კ
  • ანანასი – 2 რგოლი
  • საქონლის ხორცი (საქონლის ხორცის ფარშის კატლეტი) – 130გ
  • ყველი (შვეიცარიული) – 1 ნაჭერი
  • პური (ბურგერის ფუნთუშა) – 1ც
  • მაიონეზი – ½ ს/კ
  • სალათი (მწვანე) – 1 ფურცელი
  • ხახვი – 1 რგოლი
  • პამიდორი – 1 ნაჭერი

მომზადების პროცესი:

  1. და კვლავ დაიწყეთ სოუსით. ამჯერად გავაკეთებთ ტერიაკის. საშუალო ზომის ქვაბში აურიეთ სოიოს სოუსი, ღვინის ძმარი, ჯანჯაფილი, ნიორი, შაქარი, თაფლი, წყალი და ზეთი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5-6წთ-ის განმავლობაში, ვიდრე თაფლი და შაქარი მთლიანად არ გაიხსნება.
  2. გააცხელეთ ტაფა დაბალ ცეცხლზე და დაასხით მცენარეული ზეთი. დადეთ ანანასის დაჭრილი რგოლები და შეწვით ორივე მხრიდან 5წთ-ის განმავლობაში. გაუკეთეთ სანელებლები კატლეტს გემოვნებისამებრ და დადეთ ტაფაზე, მოამზადეთ მაღალ ცეცხლზე, შეწვით 2-3წთ-ის განმავლობაში მანამ, ვიდრე წვენი არ დაიწყებს დაგროვებას კატლეტის ზედა ზედაპირზე.
  3. გადმოაბრუნეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ კატლეტი დარჩეს წვნიანი. ზემოთ დაადეთ შვეიცარიული ყველი და დაელოდეთ ვიდრე გადნება. ხორცი შეწვით კიდევ დაახლოებით 2-3წთ.
  4. კატლეტს დაადეთ ერთი ნაჭერი ანანასი.
  5. ვიდრე კატლეტი იწვება, გაამზადეთ ფუნთუშები. დადეთ ის ზეთწასმულ ტაფაზე და დაბრაწეთ 2-3წთ. შემდეგ გადმოიტანეთ ფუნთუშები ცეცხლიდან და რბილობს წაუსვით მაიონეზის თხელი ფენა.
  6. ააწყვეთ ბურგერი. ფუნთუშას ქვედა ნაწილზე დადეთ სალათის ფურცელი, ხახვი, პამიდორი და კატლეტი ყველითა და ანანასით. მოასხით ტერიაკის სოუსი და დააფარეთ ფუნთუშას ზედა ნაწილი. მზადაა!

ბურგერების გამოძახება >> https://fursheti.medgeo.net/2020/08/12/ბურგერები-გამოძახებით/

  1. სოკოს ბურგერი Balsamic Portobello

ვეგეტარიანული ბურგერია, რომელიც მოეწონება ყველას, ხორცის უზომოდ მოყვარულსაც კი. მის შემადგენლობაშია – სოკო, ბალზამიკო დ ყველი. კომბინაცია გამოცდილია იტალიელების მიერ წლების განმავლობაში. ასეთი ბურგერისთვის მარინადის მომზადება ძალიან ადვილია. ნუ შეგაშინებთ დახვეწილი სახელი: ამ ბურგერის მოსამზადებლად არ არის აუცილებელი კულინარიული სკოლის დამთავრება. ჩვენ დეტალურად აღვწერეთ მისი მომზადების რეცეპტი, ასე რომ – ნამდვილად გაუმკლავდებით!

ინგრედიენტები:

  • ზეთი (ზეითუნის) – ¼ ჭიქა
  • ძმარი (ბალზამის) – ¼ ჭიქა
  • სანელებლები (ორეგანო) – ¼ ჩ/კ
  • მარილი – გემოვნებისამებრ
  • წიწაკა – გემოვნებისამებრ
  • ხახვი (წითელი) – 4 რგოლი
  • სოკო (შამპინიონი) – 8ც
  • პური (ფუნთუშა) – 4ც
  • ყველი (გრუიერი) – 4 ნაჭერი
  • სალათი (მწვანე) – 4 ფურცელი

მომზადების პროცესი:

  1. ცალკე თასში ათქვიფეთ ზეთი, ძმარი, ორეგანო, მარილი მწიკვით და წიწაკა. ჩაყარეთ მასში შამპინიონი და დაამარინადეთ ოთახის ტემპერატურაზე 30წთ-დან 2სთ-მდე.
  2. გააცხელეთ გრილი და დააწყვეთ მასზე სოკოები, მარინადი არ გადაასხათ – ის კიდევ გამოგადგებათ. თითოეული მხარე შეწვით 5წთ, ვიდრე სოკო არ დაიბრაწება.
  3. აიღეთ წითელი ხახვის ოთხი ნაჭერი, ამოავლეთ მარინადში და დააწყვეთ გრილზე. შამპინიონები მოამზადეთ 3-4წთ-ის განმავლობაში.
  4. ოთხ შამპინიონს დაადეთ გრუიერი და დაელოდეთ, ვიდრე არ გალღვება.
  5. ააწყვეთ ბურგერი შემდეგი თანმიმდევრობით: ფუნთუშას ქვედა ნაწილი, სალათის ფურცელი, შემწვარი წითელი ხახვი, შამპინიონი გამდნარი გრუიერით, ჩვეულებრივი შამპინიონი და ფუნთუშას ზედა ნაწილი. თქვენი სუპერ სასარგებლო ბურგერი მზადაა!

გადასვლა >> ბურგერები გამოძახებითკულინარია


 

Share on Facebook
Facebook
Share this...