საზაფხულო სუპი

საზაფხულო სუპი მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

  • რძე – 2 ჭიქა რძე
  • დაჭრილი დიდი ხახვი – 1⁄2 თავი
  • ზეითუნის ზეთი – 3 ს/კ
  • დაკეპილი ნიორი – 2 კბილი
  • პატარა წითელი კარტოფილი – 4 ცალი
  • ბოსტნეულის ბულიონი – 2 ჭიქა
  • დაჭრილი მწვანე ხახვი – 3 თავი
  • სიმინდი – 3 ტარო
  • ზღვის მარილი და შავი პილპილი

მარტივი საზაფხულო სუპის მომზადება:

  • საშუალო ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთში, ჩავყაროთ ხახვი და ნიორი და ვთუშოთ 3–4 წუთით.
  • დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და შევაზავოთ მარილითა და პილპილით.
  • დავუმატოთ სიმინდის მარცვლები (ნაწილი მოსართავად გადავინახოთ) და ამოვურიოთ.
  • დავუმატოთ ბულიონი და რძე და წამოვადუღოთ.
  • ვხარშოთ კარტოფილების დარბილებამდე.
  • სუპის ¾ ნაწილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დავაბლენდეროთ.
  • შემდეგ ისევ ქვაბშივე გადავიტანოთ და დაბალ ტემპერატურაზე შესქელებამდე, დაახლოებით 10 წუთით ვადუღოთ.
  • მოვრთოთ დაჭრილი მწვანე ხახვით, გადანახული სიმინდის მარცვლებითა და შავი პილპილით.