საზაფხულო სუპი მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
- რძე – 2 ჭიქა რძე
- დაჭრილი დიდი ხახვი – 1⁄2 თავი
- ზეითუნის ზეთი – 3 ს/კ
- დაკეპილი ნიორი – 2 კბილი
- პატარა წითელი კარტოფილი – 4 ცალი
- ბოსტნეულის ბულიონი – 2 ჭიქა
- დაჭრილი მწვანე ხახვი – 3 თავი
- სიმინდი – 3 ტარო
- ზღვის მარილი და შავი პილპილი
მარტივი საზაფხულო სუპის მომზადება:
- საშუალო ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთში, ჩავყაროთ ხახვი და ნიორი და ვთუშოთ 3–4 წუთით.
- დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და შევაზავოთ მარილითა და პილპილით.
- დავუმატოთ სიმინდის მარცვლები (ნაწილი მოსართავად გადავინახოთ) და ამოვურიოთ.
- დავუმატოთ ბულიონი და რძე და წამოვადუღოთ.
- ვხარშოთ კარტოფილების დარბილებამდე.
- სუპის ¾ ნაწილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დავაბლენდეროთ.
- შემდეგ ისევ ქვაბშივე გადავიტანოთ და დაბალ ტემპერატურაზე შესქელებამდე, დაახლოებით 10 წუთით ვადუღოთ.
- მოვრთოთ დაჭრილი მწვანე ხახვით, გადანახული სიმინდის მარცვლებითა და შავი პილპილით.