პიცა საქართველოშიც დიდად პოპულარულია. პიცის გამოძახება ფაქტიურად ყველა ქალაქში შეიძლება.
იტალიური პიცის 50 სახე – შემადგენლობა
- „მარგარიტა“ (Margherita) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ორეგანო
- „მარინარა (Marinara) – ტომატის სოუსი, ნიორი, რეჰანი
- „ოთხი სეზონი“ (Quattro Stagioni)- ტომატის სოუსი, მოცარელა, სოკო, ლორი, არტიშოკი, ზეთისხილი, ორეგანო
- „კარბონარა“ (Carbonara)- ტომატის სოუსი, მოცარელა, პარმეზანი, კვერცხი, ბეკონი
- პიცა ზღვის პროდუქტებით (Frutti di Mare) – ტომატის სოუსი, ზღვის პროდუქტები
- „ოთხი ყველი“ ( Quatrro Formaggi)- ტომატის სოუსი, მოცარელა, პარმეზანი, ყველი გორგონზოლა, არტიშოკი, ორეგანო
- „კრუდო“ (Crudo) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ლორი
- „ნეაპოლეტანო“ (Napoletana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ორეგანო, ანჩოუსი
- პიცა აპულიურად (Pugliese)- ტომატის სოუსი, მოცარელა, ორეგანო, ხახვი
- „მონტანარა“ (Montanara) – ტომატის სოუსი, მოცარელა, სოკო, პეპერონი და სტრაკინო (რბილი ყველი)
- “ემილიანა“ (Emiliana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ბადრიჯანი, მოხარშული კარტოფილი, ძეხვი
- რომის პიცა (Romana) – ტომატის სოუსი, მოხარელა, ანჩოუსი, კაპერსი, ორეგანო
- ფერმერული პიცა (Fattoria) – ტომატის სოუსი, მოცარელა, წიწაკა, ბარდა, პორკეტა (ღორის ხორცით მომზადებული იტალიური კერძი)
- სკაჩატა (Schiacciata) – ზეითუნის ზეთი და როზმარინი
- პიცა პროშუტოთი (Proscuitto) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ლორი, ორეგანო
- „ამერიკანო“ (Americana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ძეხვი და კარტოდილი ფრი
- პიცა პროშუტოთი და სოკოთი (Proscuitto e Funghi) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ლორი, სოკო
- მებრძოლების პიცა ანუ პიცა პაპაია (Braccio di Ferro) – მოცარელა, ისპანახი, ყველი რიკოტა და პარმეზანი
- „სარდინია“ (Sarda) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ყველი პეკორინო, ცხარე სალიამი
- პიცა თინუსით (Tonno) – ტომატის სოუსი, მოცარელა, თინუსი, ხახვი
- „ვალტელლინა“ (Valtellina) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ბრესაოლა, პარმეზანის ფანტელები და რუკოლა
- პიცა გორგონზოლათი (Gorgonzola) – ტომატის სოუსი, მოცარელა, გორგონზოლა, ზეთისხილი
- „კალცონე“ (Calzone) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ლორი, სოკო, არტიშოკი, ანჩოუსი, ორეგანო
- პიცა პესტოს სოუსით (Pizza al Pesto) – პომიდორი, მოცარელა, გენუის პესტო, კედრის კაკალი, ზეთისხილი
- ხმელთაშუაზღვის პიცა (Mediterranea) – ტომატის სოუსი, მოცარელა, პომიდორი ჩერი, წიწაკა
- „ორთონალა“ (Ortolana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ბოსტნეულის ასორტი
- „დიაბლო“ (Diavola) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ცხარე სალიამი, წიწაკა ჩილი
- სოფლის პიცა (Rustica) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ყველი გორგონზოლა, ბადრიჯანი
- გლეხების პიცა (Contadina) – ტომატის სოუსი, მოცარელა, სატაცური, სოკო, ბეკონი, პარმეზანი
- პიცა პარმეზანის ყველით (Parmigiana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ბადრიჯანი, პარმეზანის ფანტელები
- „კაპრიჩოზა“ (Capricciosa) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ლორი, არტიშოკი, სოკო, ზეთისხილი
- პიცა ისპანახითა და რიკოტათი (Ricota e Spinaci) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ყველი რიკოტა, ისპანახი
- „ზღვა და მთები“ (Mare e Monti) – მოცარელა, ტომატის სოუსი, ზღვისპროდუქტები, თეთრი სოკო
- „პადანა“ (Padana) – ტომატის სოუსი, ყველი პარმეზანი, სალიამი, ყაბაყი, პოლენტა (მოხარშული სიმინდის ფქვილი)
- პიცა გერმანულად (Tedesca) – ტომატის სოუსი, მოცარელა და ვენური ძეხვი
- ტიროლის პიცა (Tirolese) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ყველი გორგონზოლა
- „ბოსკაიოლა“ (Boscaiola) – ტომატის სოუსი, მოცარელა, თეთრი სოკო, ბეკონი
- „კამპანოლა“ (Campagnola) – ტომატის სოუსი, მოცარელა, სიმინდი, ძეხვი
- ვეგეტარიანული პიცა (Vegetariana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, სხვადასხვა ბოსტნეული
- „ბუფალინა“ (Bufalina) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ორეგანო
- „ფონტანა“ (Fontana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ყველი გორგონზოლა, რადიკიო, პარმეზანი
- ფრანცისკანული პიცა (Francescana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, Porcino სოკოთი, ლორითა და პარმეზანით
- პიცა ტრიუფელებით (Pizza tartufata) – მოცარელა, ტრიუფელის კრემი, თეთრი სოკო
- სამფერიანი პიცა (Tricolore) – მოცარელა, პროშუტო, პარმეზანი და ფანტელები
- „ვალე-დ’აოსტა“ (Valdostana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ყველი ფონტინა და ბეკონი
- „კაპრეზე“ (Caprese) – მოცარელა და დაჭრილი პომიდორი
- პიცა გოგრის ფოთლებით (Fiori di zucca) – მოცარელა, გოგრის ფოთლები, ანჩოუსი, ზეითუნის ზეთი
- „ბისმარკი“ (Bismarck) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ლორი, შემწვარი კვერცხი
- სოკოს პიცა (Funghi) – ტომატის სოუსი, მოცარელა, სოკო, ოხრახუში, ზეითუნის ზეთი
- „მიმოზა“ (Mimosa) – მოცარელა, ნაღები, ლორი, სიმინდი
გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე
ინგრედიენტები ცომისთვის
4 ჭიქა ფქვილი;
100-200 გრამი ნაღების კარაქი (ან მარგარინი);
12 სუფრის კოვზი არაჟანი;
2 სუფრის კოვზი შაქარი;
½ ჩაის კოვზი სოდა, ½ ჩაის კოვზი მარილი.
მოვამზადოთ ცომი: ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ არაჟანი (არაჟანი შგვიძლია შევცვალოთ მაწვნით), შაქარი, მარილი, სოდა და ვთქვიფოთ, სანამ შაქარი და მარილი არ გადნება. შევურიოთ ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი კარაქი (ან მარგარინი), შემდეგ დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი.