შემწვარი ქათმის ან ინდაურის ხორცი დავჭრათ წვრილ და თხელ ნაჭრებად. დავუმატოთ თხლად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაკეპილი ახალი სალათა, ბროწეულის მარცვლები, მარილი, პილპილი, წმინდად დაწრილი მწვანე ხახვი, ახალი კამა, სუსტ ღვინის ძმარში გახსნილი, დანაყილი ნიგოზი და დაკეპილი ხახვი. მომზადებული ნიგვზის საწებლით შევაზავოთ ქათმის ხორცი, ავურიოთ კარგად ერთმანეთში. როდესაც მზად იქნება, მოვათავსოთ ლანგარზე, მოვაყაროთ დაკეპილი ახალი ტარხუნა და ბროწეულის მარცვლები.
მასალა:
ქათამი ან ინდაური
კვერცხი-5ცალი
ახალი სალათა-300-400გრ
ახალი ხახვი-1კონა
ნიგოზი-1,5ჩაის ჭიქა
ბროწეული-2ცალი
მწვანილი, პილპილი,
მარილი, ძმარი-გემოვნებით
…
წყარო: http://www.mzareuli.com/