სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, გავრეცხოთ, დავტეხოთ და ჩავყაროთ მდუღარე წყლიან ქვაბში.
ხახვი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ ერბო, მოვშუშოთ და მოვათავსოთ სატაცურიან წვენში. ვადუღოთ; როცა სატაცური მოიხარშება დავამატოთ დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში, მარილი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ წვენში გახსნილი სამი კარგად გათქვეფილი კვერცხი, თან სულ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას.
მასალა:
სატაცური – 500 გრამი
ხახვი – 3-4 თავი
ერბო – 3 სუფრის კოვზი
კვერცხი – 3 ცალი
წყალი – 6-7 ჭიქა
მწვანილი, მარილი – გემოვნებით
…
წყარო: http://www.mzareuli.com/