კარგად გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველის ხორცი მოვშუშოთ საკუთარ წვენში; ალყად დაჭრილი ხახვი ცალკე ტაფაზე მოვხრაკოთ იმავე ფრინველის ქონსა და ცოტაოდენ ერბოში.მოხრაკული ფრინველის ხორცი ამოვიღოთ ლანგარზე და ზედ მოვაყაროთ მოხრაკული ხახვი. სუფრაზე ცალკე მიოვიტანოთ დანაყილი ნიორი და ქინძი ძმრით.
მასალა:
ფრინველი
ხახვი – 4-5 მოზრდილი თავი
ერბო – 50 გრამი
ნიორი, ქინძი, ძმარი, მარილი, გემოვნებით