ხინკალი გამოძახებით , ხინკლის გამოძახება 577 235 400

ხინკალი გამოძახებით , შეიძლება ითქვას ყველაზე პოპულარული გამოძახებითი სერვისია საქართველოში.

ხინკალი გამოძახებით 599 06 91 51 , ხინკლის შეკვეთა, ხინკალი, ხინკლის გამოძახება ხინკალი გამოძახებით,ხინკლის გამოძახება გლდანი და სხვა ! ,ხინკლის შეკვეთა,კახური ხინკალი გამოძახებით,ქალაქური ხინკალი გამოძახებით,მთიულური ხინკალი გამოძახებით ბატის ხინკალი გამოძახებით,სოკოს ხინკალი გამოძახებით,კარტოფილის ხინკალი გამოძახებით, მოხევური ხინკალი გამოძახებით,ყველის ხინკალი გამოძახებით,ხაჭოს ხინკალი გამოძახებით, ჭინჭრის ხინკალი გამოძახებით,საბავშვო ხინკალი,ხინკლის გამოძახება დიეტის დროს ,ხინკალი ციმციმ მორთმეული,ხინკლის მოტანა 599 06 91 51,ხინკალი მოტანით 599 06 91 51,ხინკლის მიტანა 599 06 91 51,

ხინკალი გამოძახებით ქართულ კულინარიაში

ხინკალი ერთ-ერთია, ქართული სამზარეულოს იმ შედევრებიდან.
ხინკალი სრულიად დამსახურებილად იწვევს უცხო ქვეყნის წარმომადგენლებში სასიამოვნო გაოცებასა და აღტაცებას.
ქართველ ერს კი ასევე დამსახურებულად და დიდი გატაცებით უყვარს.
ხინკლის სამშობლოდ ფშავ-ხევსურეთია მიჩნეული, თუმცა იგივე პატივი ხვდათ წილად მოხევეებსა და მთიულებსაც.
გამომდინარე იქიდან, რომ მთაში ცივა, მიიჩნევენ რომ ფშაველები წვნიან და ცხიმიან ხინკალს ხშირად ამზადებდნენ და ცხელ-ცხელს მიირთმევდნენ.
BBC-ის ერთ-ერთ სტატიაში ხინკლის შესახებ, გაჟღერებულია, ვერსია, რომ ხინკალს ჩინური ან მონღოლური ფესვები აქვს.
ჩვენ პირადად, ვემხრობით ვერსიას, რომ ხინკალი ფშავიდან წაიღეს მონღოლებმა და მონგოლეთის მთელ იმპერიში გაავრცელეს. ჩინური მანტა კი – ქართული სიტყვა “მაიტადან” მომდინარეობს, “კიდევ მაიტა რა გემრიელიაო”.
ბოლო დროს გავრცელდა ხინკალი გამოძახებით, რამაც აამაღლა კონკურენციის დონე . კონკურენციამ კი-  უფრო რაფინირებული გახადა ხინკლის ბევრი სახეობა.

ხინკალი გამოძახებით – რა სახეობებს გვთავაზობენ ?

ხინკალს უამრავი სახეობა გააჩნია, მათ შორის არის სოკოს, ხაჭოს, კარტოფილისა და კიდევ უამრავგვარი შიგთავსის მქონე ხინკალიც. თბილისის სერვისები ” ხინკალი გამოძახებით” თითქმის ყველა სახეობას გვთავაზობენ
ძირითადი მოთხოვნა მაინც მთიულურ და ქალაქურ ხინკალზეა.  ორივე მათგანი ხორცისგან მზადდება, თუმცა ძირითადი განსხვავება თავად ხორცსა და მის შეკმაზვაშია.
მთის ხინკალი ძველად, როგორც წესი, ცხვრის ან ნანადირევის ხორცით მზადდებოდა, აქედან გამომდინარე მთიულური ხინკლის ცხვრის ხორცით მომზადება დღესაც პოპულარულია. ხორცი კი აუცილებლად სხვადასხვა სანელებლებით ზავდება. რაც შეეხება ქალაქურ ხინკალს, ეს უკვე ის ხინკალია, რომელიც მთიდან ბარში ჩამოვიდა და ადაპტაცია განიცადა.
ქალაქურ ხინკალს ამზადებენ საქონლისა და ღორის შერეული ფარშით, ანელებენ ცოტაოდენი ხახვითა და ნივრით, ზოგიერთ შემთხვევაში უმატებენ სანელებლებსაც, ზოგიერთ შემთხვევაში კი – ცოცხალ ქინძს.

ხინკლის ერთადერთი სახეობა, რომელიც სერვისებში ” ხინკალი გამოძახებით ” ვერ ვიპოვეთ

ასევე არსებობს ხინკლის კიდევ ერთი, გამორჩეული სახეობა, რომელსაც მესხეთში ამზადებენ. ეს ბატის ხინკალია.
ბატის ხინკალი თბილიშში ვერ მოვიძიეთ.
იგი გამხმარი ბატის ხორცისგან მზადდება. როგორც თავად მესხები ამბობენ, ბატებს ნოემბრის ბოლოს კლავენ და ახალწლამდე აშრობენ. სწორედ იანვრის დასაწყისისთვის ბატის ხორცი მზადაა გამოსაყენებლად. ბატის ხინკალი მესხური საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია და უგემრიელეს კერძად ითვლება.

“დიეტური ” ხინკლის რეცეპტი  

გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრს საუბრობენ, თუ როგორი მაგარი უნდა იყოს ხინკლის ცომი და რამდენად აუცილებელია ხორცის ცხიმიანობა, იმისთვის, რომ ხინკალი მაქსიმალურად წვნიანი გამოვიდეს, გადავწყვიტე გაგიზიაროთ ხინკლის ერთობ არასტანდარტული რეცეპტი, რომელშიც ცომიც ნაზი და მტკიცეა და ხორციც შედარებით დიეტური:

ინგრედიენტები:

ფქვილი 1კგ.
კვერცხი 1ც.
თბილი წყალი 1 ჭიქა (200 მლ)
საქონლის ხორცი
ნიორი
წიწაკა
მწვანილი (უმეტესად ქინძი)
მარილი

მომზადების წესი

ვზელთ ცომს თბილი წყლითა და კვერცხით, ბოლომდე არ ვკრავთ, მასას ვათავსებთ პოლიეთილენის პარკში და ვათავსებთ მაცივარში. ამის შემდეგ საქონლის ხორცს ვანელებთ მვანილენით, წიწაკითა და ნივრით, გემოვნებით ვუმატებთ მარილსაც. ფარშს ვათხელებთ წყლით – რაც უფრო მეტია წყალი, მით მეტი წვენი ექნება ხინკალს, თუმცა არ უნდა დაკარგოს ერთიანი მასის სტრუქტურა. მასას ვათავსებთ საყინულეში, მანამ სანამ გარკვეულ დონემდე არ შეიკვრება, რომ ცომში შეხვევის საშუალება მოგვცეს. ცომს ვიღებთ მაცივრიდან, როცა საკმარისად გაფუვდება, გადავზელთ, ვკრავთ და ვაბრტყელებთ. ხორცის მასას წესისამებრს ვახვევთ ცომში და ვხარშავთ.

სიმბოლიკები

ხშირად ამბობენ, რომ იდეალური ხინკალი 28 ნაოჭიანი უნდა იყოს, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან 28 მზის წელთა რიცხვია, ხოლო ამასთანავე მიიჩნევა, რომ ხინკლის კუჭი მზეს ნიშნავს, ნაოჭები კი მის სხივებს. ხინკლის ამგვარ ფორმას ასევე ბორჯღალთანაც აიგივებენ, რომელიც უძველესი დროიდან მოყოლებული ქართველებისთვის სიცოცხლისა და მარადიული მოძრაობის აღმნიშვნელია.

ხინკლის გვერდები ქართულ სოციალურ ქსელებში , საკმაოდ პოპულარული თემაა 
ხინკალი ქართულ web-სივრცეში
Share on Facebook
Facebook
Share this...