როგორ უნდა მომზადდეს იმერული ხაჭაპური

თასში მოვათავსოთ 500 გრამი პურის ფქვილი +2 ცალი კვერცხი (ცილაც და გულიც) +0,5 ლიტრი მაწონი (ნატურალური იოგურტი, აჭრილი რძე, არაჟანი, ან უბრალოდ რძე) + 1 ჩაის კოვზი სოდა +1 სუფრის კოვზი ძმარი + 200 გრამი გამდნარი კარაქი ან მარგარინი (ზეთიც შეიძლება) დანის წვერით მარილი. მოვზილოთ რბილი (არაჟნის სისქის) ცომი.

მოვამზადოთ ყველი:

დავფშვნათ 800 გრ. ყველი ( საუკეთესოა მოცარელასა და ფეტას ნარევი, მაგრამ პოლონეთის შემთხვევაში შეიძლება ser twarogowy tłusty, ან twaróg ასევე tłusty-იც არაა ცუდი) დავახალოთ ორი კვერცხი, ცოტა მარილი და ცოტა ცხიმი (100 გრ კარაქი ან მარგარინი). კარგად ავურიოთ.

დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად სევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული ყველი ჩავდოთ შუაში.მოვუკრათ თავი და გადავიტანოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ახლა უკვე გავაბრტყელოთ მტელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კატგად გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 200 – 220 გრადუს ტემპერატურაზე კარგად დაბრაწვამდე. გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე გადავუსვათ კარაქი.

ცხლადვე მიიტანეთ სუფრაზე.

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/