სიმწიფეში შესული, საღი მწვანე პამიდვრები გავრეცხოთ კარგად და დავჭრათ სიგანეზე, რგოლებად. ჩავყაროთ მდუღარე წყალში და გავთუთქოთ (2-5 წუთი ვადუღოთ). ამოვალაგოთ წყლიდან და კარგად გავწუროთ (საწურზე), ისე, რომ წყალი არ შეჰყვეს. დავალაგოთ ლამაზად ლანგარზე და ზევიდან გადავასხათ ნიგვზის საწებელი, რომელიც ასე მზადდება: წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი, ომბალო, მარილი. გავხსნათ ცოტა ძმარში, დავამატოთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა და კარგად ავურიოთ. თუ სქელია, დავამატოთ ადუღებული ცივი წყალი.
მასალა:
მწვანე პამიდორი – 1 კილოგრამი
ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა
ნიორი – 2-3 კბილი
ხახვი – 2-3 თავი
მწვანილი – 4-4 ძირი
ძმარი, სუნელი, ზაფრანა, მარილი – გემოვნებით
…
წყარო: http://www.mzareuli.com/