ლობიო ნიგვზით

საჭირო პროდუქტი:

1 კგ. ლობიო

2 თავი ხახვი

1,5 ან 2 ჭიქა ნიგოზი

ნახევარი ჭიქა ძმარი

2 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი

2 ჩაის კოვზი ქინძის თესლი

3-4 ძირი ოხრახუში

მარილი, ნიორი და წიწაკა თქვენი გემოვნებით.

მომზადების წესი:

კარგად მოხარშულ ლობიოს, წვენი მოვაცილოთ. ძმარში ავურიოთ დანაყილი: ნიგოზი, ხმელი სუნელი, ნიორი, ქინძის თესლი, ოხრახუში, მარილი და ყველეფერიეს ლობიოსთან შევზილოთ. ზემოდან მოვაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი, ქინძი და ოხრახუში.

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/