კუბდარი გამოძახებით , კუბდარის გამოძახება 599 06 91 51

კუბდარი გამოძახებით სულ უფრო პოპულარული ხდება.

კუბდარი გამოძახებით . დაიმახსოვრეთ ნომერი

კუბდარი ტრადიციული , უგემრიელესი სვანური საჭმელია. ქალაქის პირობებში მისი მომზადების წესმა, სახეცვლილება განიცადა, გაჩნდა მრავალი ახალი ვარიაცია,  მაგრამ მაინც ძალიან გემრიელია.
კუბდარს იძახებენ , როგორც ოჯახებში, ასევე – ლანჩის დროს. ლანჩისათვის შედარებით პატარა ზომისას ამზადებენ, რათა დაჭრა არ გახდეს საჭირო.

რა სასმელს მიირთმევენ კუბდართან ?

სვანეთში ტრადიციულად ერთნახად არაყს აყოლებენ.
ქალაქად, შავ ღვინოს. უპირატესად – საფერავს . ძალიან უხდება გენის  ელიტური , ბუდეშური საფერავი .
ნომერზე — კუბდარს ბუდეშურ საფერავთან ერთად მოგართმევენ.

კუბდარის ინგრედიენტები 

ღორის ხორცი 150 გრ.
საქონლის ხორცი 150 გრ.
ხახვი 80 გრ.
ხმელი ქინძი 1/2 ჩ.კ.
უცხო სუნელი 1/2 ჩ.კ.
ძირა 1/3 ჩ.კ.
ფქვილი 300 გრ.
საფუარი 6-7 გრ.
კარაქი 40 გრ.
რძე 120 მლლ.
შაქარი 1/2 ჩ.კ.
მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით

კუბდარის მომზადების წესი:

მოზილეთ საფუარიანი ცომი. ორიგინალურ რეცეპტში გამოიყენება საფუარიანი ცომი ცხიმის და რძის გარეშე, ანუ მოზელილი წყალზე და საფუარზე. ხოლო რძე და კარაქი ხდის უფრო ნაზს. ხაჭაპურის ცომისგან განსხვავებით, ცომი კუბდარისთვის უნდა იყოს მეტად გადაზელილი. შიგთავსისთვის დაკეპეთ საქონლის და ღორის ხორცი. დასაკეპად გამოიყენეთ მძიმე და კარგად გალესილი დანა. დაკეპილ ხორცს დაუმატეთ სუნელები, წვრილად დაკეპილი ხახვი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით. ნამდვილ ანუ სვანურ რეცეპტში, გამოიყენება სანელებელი გიცრული. გიცრულის უქონლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული რეცეპტი. დაკეპილი ხორცი მოათავსეთ გაბრტყელებულ ცომში და შეახვიეთ ის. კუბდარი გააპრტყელეთ და მოათავსეთ ღუმელში 180-200 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ კუბდარს წაუსვით კარაქი ან ერბო.

 

კუბდარი გამოძახებით

 

 

ბმები

https://kulinaria.medgeo.net/
http://www.gen.ge/%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/

 

 

Share on Facebook
Facebook
Share this...