ხაჭაპური გამოძახებით იმერული

ხაჭაპური გამოძახებით იმერული 599 06 91 51

ხაჭაპური გამოძახებით საკმაოდ პოპულარული სერვისია საქართველოში.

ხაჭაპურის მნიშვნელობა ქართულ კულინარიაში

ხაჭაპური გამოძახებით იმერულიხაჭაპური ქართული კულინარიის ნამდვილი მარგალიტია. ის ჭეშმარიტად ქართული კერძია, რომელიც თავისი გასაოცარი გემოთი და მრავალფეროვნებით ნებისმიერ ადამიანს აოცებს. მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ის თავდაპირველად ხაჭოს შიგთავსით მზადდებოდა, მოგვიანებით კი ხაჭო ყველმა შეცვალა. ხაჭაპურის უდიდეს მნიშვნელობას ქართულ კულინარიაში, ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ 2019 წლის 22 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სახეობები

მრავალფეროვნების მხრივ, ხაჭაპური ნამდვილი სამოთხეა, რადგან მისი ყველა ვარიაცია უგემრიელესი და უნიკალურია. განასხვავებენ მეგრულ, იმერულ, აჭარულ, გურულ, სვანურ, რაჭულ, ხევსურულ და ფენოვან ხაჭაპურებს. ალბათ ამ ჩამონათვლის მიხედვით შენიშნავდით, რომ ხაჭაპური უფრო დასავლეთ საქართველოს კერძია, ვიდრე აღმოსავლეთის, თუმცა დღეს მას ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში ამზადებენ და მის გარეშე ქართული სუფრა ყოვლად წარმოუდგენელია. მეგრული და იმერული ხაჭაპური ოდნავ ჰგავს ერთმანეთს, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ნაზი ცომით მზადდება და ყველითაა სავსე. თუმცა იმერულისგან განსხვავებით, მეგრულ ხაჭაპურს გულსართში კვერცხსაც ურევენ. კვერცი აუცილებელი ატრიბუტია აჭარული ხაჭაპურისთვის, რომელიც ყველა ხაჭაპურისგან განსხვავდება, განსაკუთრებით ფორმითა და მირთმევის სტილით. აჭარული ხაჭაპური ღია ხაჭაპურია, მან მხოლოდ ძირსა და გვერდებზე აქვს ცომი, ხოლო თავზე კვერცხს ახლიან, რომელიც გამოცხობის შემდეგ კვლავაც თხევადი უნდა იყოს. ერთობ განსხვავებულია სვანური ხაჭაპურიც, რომელსაც მეორენაირად „ფეტვრაალი“ ჰქვია. ფეტვიანი ხაჭაპური სვანური სამზარეულოს სავიზიტო ბარათია, ყველთან ერთად გულში ფეტვის დამატება ხაჭაპურს განსხვავებულ გემოს აძლევს. ფეტვი სვანურ სამზარეულოში ხშირად გამოიყენება, სწორედ აქ დატოვა თავისი ყველაზე მკაფიო კვალი ძველი ქართველებისათვის ასე მნიშვნელოვანმა მარცვლოვანმა კულტურამ, რომელიც მოგვიანებით შორეული ამერიკიდან შემოსულმა სიმინდმა ჩაანაცვლა. გურული ხაჭაპური ნახევარმთვარის ფორმისაა და მასში როგორც წესი, წინასწარ მოხარშული კვერცხის ნაჭრები დევს. გურულები ასეთ ხაჭაპურს საშობაოდ აცხობენ. რაჭულ ხაჭაპურს მრგვალის ნაცვალდ ოთხკუთხედი ფორმა აქვს და კვერცხი მის გულშიც ფიგურირებს. ფშავ-ხევსურული ხაჭაპური, საერთოდ სხვა სამყაროა, რადგან ყველს, კარაქსა და ხორბლის ფქვილს ერთმანეთში აერთიანებს და საბოლოოდ ერთია, უგემრიელეს მასას ვიღებთ. იგი ქოთანში მზადდება, ცეცხლზე და საბოლოო სახეს ბევრი მორევისა და ინგრედიენტების ერთმანეთთან იდეალურად გახსნის შედეგად იღებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ უნიკალური აფხაზური ხაჭაპური – აჩმა, რომელიც მოხარშული ცომის ფენებისა და ყველის ერთობლიობაა. აჩმა ერთ-ერთ ყველაზე მსუყე და გემრიელ ხაჭაპურადაა მიჩნეული.


ხაჭაპური გამოძახებით იმერული 599 06 91 51

იმერული ხაჭაპური

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ფქვილი
  • 30-50 გ საფუარი
  • 2 ჩიას ჭიქა წყალი ან რძე
  • 5 სუფრის კოვზი ცხიმი
  • 3-4 ცალი კვერცხი (ცომისათვის)
  • 1კგ ყველი
  • 2-3 – ცალი კვერცხი (შიგთავსისათვის)

მომზადება:

გაათბეთ წყალი ან რძე, გახსენით შიგ საფუარი, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. შეაზილეთ ცხიმი, შემდეგ მოაყარეთ ცოტა ფქვილი და დადგით თბილ ადგილას 3-4 საათით.

დაფშვენით ყველი, დაუმატეთ კვერცხი და ცოტაოდენი ცხიმი.

გააბრტყელეთ ცომი, მიეცით მრგვალი ფორმა, მოათავსეთ ზედ ყველის მასა, მოუკარით პირი და გამოაცხვეთ. შეგიძლიათ ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული.

წყარო: http://lenta.ge/?cat=16


გადასვლა >> 1.  კულინარია და სასმელები; 2. ფურშეტი, ქეითერინგი, საჭმელი გამოძახებით