ხაჭოს კრემი მარწყვით

ინგრედიენტები:

250 გ ხაჭო

300 გ რძე

80 გ თაფლი

1/2 ლიმონის ცედრა

150 გ მარწყვი

პიტნის ფოთლები

მომზადება:

ხაჭო რძესა და თაფლთან ერთად ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ლიმონის ცედრა.

მიღებულ მასაში ჩაყარეთ მარწყვი და თქვიფეთ კიდევ 2-3 წთ.

სუფრასთან მიტანის წინ კრემი მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში და მორთეთ მარწყვითა და პიტნის ფოთლებით.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16

Share on Facebook
Facebook
Share this...