ხარშო ნიგვზით

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და მოვშუშოთ 30 გრამ კარაქში (ნელ ცეცხლზე). ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ 6-7 ჩაის ჭიქა წყალში, დავასხათ მოშუშულ ხახვს და როცა ადუღდება, დავამატოთ წინასწარ გადარჩეული, გარეცხილი ბრინჯი ან ვერმიშელი.

ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და გავხეხოთ სახეხზე, ჩავასხათ ქვაბში და ვადუღოთ, სანამ ცოტა არ შესქელდება; მერე ჩავასხათ მოხარშულ ხარშოში, წამოვადუღოთ, დავაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ 20 გრამი კარაქი.

მასალა:

ხახვი – 200 გრამი

კარაქი – 50 გრამი

ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა

ქინძი – 2 ძირი

პამიდორი – 500 გრამი

ბრინჯი – 0,5 ჩაის ჭიქა, ან ვერმიშელი – ¾ ჩაის ჭიქა

წიწაკა, ნიორი, მწვანილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...