ჭარხლის მწნილი ნიგვზით

500 გრ ჭარხლის მწნილი, 3/4 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, წიწაკა, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით.

ჭარხლის მწნილი დავჭრათ წვრილ ოთხკუთხედებად. დავნაყოთ ნიორი, წიწაკა და ნიგოზი, დავამატოთ დანაყილი ქინძის თესლი. გამზადებული ჭარხლის მწნილი და ნიგვზის მასა კარგად გადავურიოთ. გადავიტანოთ თეფზე, მოვრთოთ ოხრახუშით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...