წითელი პამიდორი ნიგვზით

ახალი, საღი პამიდვრები გავრეცხოთ ცივ წყალში, დავჭრათ თითოეული (ნივრის კბილების მსგავსად) ექვს ან რვა ნაწილად და მოვათავსოთ შესაფერის ღრმა ჭურჭელში. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), სუნელი. გავხსნათ ცოტა ძმარში, დავამატოთ მარილი გემოვნებით და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა. აღნიშნული მასალა დავასხათ დაჭრილ პამიდორს და ნელა ავურიოთ. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

მასალა:

პამიდორი – 0,5 კილოგრამი

ნიგოზი – ¾ ჩაის ჭიქა

ნიორი – 1-2 კბილი

მწვანილი – 3-3 ძირი

ძმარი, სუნელი, ზაფრანა, წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...