წვნიანი ბარდით (1)

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ღერებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (შეიძლება უამისოდაც), მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და ორად გაჭრილი კარტოფილი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი პამიდორი ან ტომატი და მოურიეთ. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით), მაშინვე ჩაყარეთ ბარდა და ადუღეთ კარტოფილის სრულ მოხარშვამდე. შეაზავეთ მარილით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

ზეთი – 100-150 გ.

ხახვი – 2 თავი

სტაფილო – 2 ცალი (საშუალო)

ბულგარული წიწაკა – 2 ცალი

ნიორი – 3-4 კბილი

კარტოფილი – 3-4 ცალი

დაკონსერვებული ბარდა – 1,5 ჩაის ჭიქა

პამიდორი – 2-3 ცალი ან ტომატი – 2 სუფრის კოვზი

მარილი – გემოვნებით

ოხრახუში, კამა, ნიახური – სამ-სამი ღერო

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...