ცხვრის ხორცის ხარჩო

მსუქნი ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებათ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ დაკეპილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. დავასხათ მდუღარე წყალი, იმდენი რომ ხორცი კარგად დაიფაროს. ჩავყაროთ ბრინჯი. შევაზავოთ დანაყილი ნივრით, ქინძით, წიწაკთ და მარილით. დავუმატოთ გამზადებული ტყემლის საწებელი, კვაწარახი ან მაშარაბი, პილპილი,და ვხარშოთ, სანამ ხორცი მზად არ იქნება.

მასალა:

ცხვრის ხორცი-1კგ

ხახვი-5 თავი

ბრინჯი-1ჩაის ჭიქა

ქინძი ნიორი, წიწაკა, ტყემალი,პილპილი, მარილი-გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...