ცხვრის ხორცის მწვადი ბადრიჯნით

ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, შევაზავოთ მარილით და წამოვაგოთ შამფურზე. შევწვათ ნაკვერჩხალზე ან ღუმელში. რამოდენიმე ცალი ბადრიჯანი გავრეცხოთ, მოვაჭრათ თავი, გავსეროთ დანით შუაზე, ისე რომ ერთმანეთს არ მოცილდეს, ჩავდოთ შიგ გულსართი, რომელიც ასე უნდა მომზადდეს: დავჭრათ წვრილად ცხვრის დუმა, ავურიოთ შიგ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი (ოხრახუში, ქინძი, რეჰანი, ქონდარი). ასეთნაირად მომზადებული ბადრიჯანი წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე ან ღუმელში. მწვადი და ბადრიჯანი რიგრიგობით დავაწყოთ ლანგარზე. მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

მასალა:

ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი

დუმა – 100 გრამი

ბადრიჯანი – 1 კილოგრამი

მწვანილი – 3-3 ძირი

მარილი, პილპილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...