შილაფლავი სოკოთი (1)

დაკონსერვებული სოკო გადაიტანეთ თუშფალანგზე და ზემოდან მოასხით მდუღარე წყალი, როცა კარგად დაიწურება, დაჭერით პატარა ნაჭრებად.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ დაჭრილი სოკო და ხახვთან ერთად მოშუშეთ. დაასხით მდუღარე წყალი, შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი, კარგად ამოურიეთ და ადუღეთ ბრინჯის მოხარშვამდე.

მასალა:

ბრინჯი – 3 ჩაის ჭიქა

ზეთი – 0,5-1 ჩაის ჭიქა

ხახვი – 3-4 თავი

წყალი – 12 ჩაის ჭიქა

მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

დაკონსერვებული სოკო – 1 ქილა (800 გ.)

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...