შემწვარი მთელ-მთელი ბადრიჯანი ნიგვზი

1 კგ ბადრიჯანი, 250 გრ თავი ხახვი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 100 გრ ზეთი, 2 კბილი ნიორი, 2 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, ოხრახუში, ღვინის ძმარი, ბროწეულის მარცვლები, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

პატარა ზომის მოგრძო ბადრიჯანი დავსეროთ სიგრძეზე ისე, რომ არ მოვაშოროთ ერთმანეთს. მოვათავსოთ ჭურჭელში, მოვაყაროთ მარილი, დავახუროთ თავსახური, გავაჩეროთ 2-3 საათი, გავწუროთ ხელით.

წვრილად დაჭრილ ხახვს შევურიოთ მარილი, გავაჩეროთ 1-2 საათი, გავწუროთ ხელით, დავამატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძის თესლი, წიწაკა, მარილი, ღვინის ძმარი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ავურიოთ ერთმანეთში.

გაწურული ბადრიჯანი შევწვათ ზეთში ყოველი მხრიდან. გავაცივოთ, შევავსოთ ნიგვზიანი მასით, მივცეთ მთლიანი ბადრიჯნის სახე. ამოვავლოთ ნიგვზიან მასაში, გადავიტანოთ ლანგარზე ან თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვითა და ბროწეულის მარცვლებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...