შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზის წვენით

ბადრიჯანი დავჭრათ მოგრძო თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და ცოტა ხნის შემდეგ გავწუროთ. დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და შევწვათ.

მოვამზადოთ ნიგვზიანი წვენი: წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი, გამოვწუროთ ზეთი; წვრილად დავჭრათ ხახვი, რეჰანი, ქონდარი, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, ომბალო, კამა. ყველაფერი ეს გავხსნათ ძმარში, რომელშიც არეული იქნება 5-6 სუფრის კოვზი ადუღებული, ცივი წყალი. ამ წვენში ჩავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი. ასეთი წესით გაკეთებული ბადრიჯნის სუფრაზე მიტანა უკეთესია მომზადებიდან 3-4 საათის შემდეგ.

მასალა:

ბადრიჯანი – 1 კილოგრამი

ზეთი – 3-4 სუფრის კოვზი

ნიგოზი – 1,5-2 ჩაის ჭიქა

ხახვი – 1-2 თავი

მწვანილი – 3-3 ძირი

ძმარი – 3-4 სუფრის კოვზი

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...