შემწვარი ან მოხარშული ქამბალა საწებლით (3)

ქამბალა ერთი-ორი საათით დაალბეთ თბილ წყალში, მოაშორეთ ქაცვი, გადააძვრეთ კანი, დაჭერით ნაჭრებად და მოხარშეთ მარილწყალში ან შეწვით ზეთში, ორივე მხრიდან.

ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი ერთად კარგად დანაყეთ, გახსენით ადუღებულ ცივ წყალში, დაუმატეთ ძმარი და აურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. თევზი დააწყვეთ ლანგარზე და ზემოდან გადაასხით მომზადებული საწებელი.

მასალა:

ქამბალა – 1 კილოგრამი

ზეთი – 2-3 სუფრის კოვზი

ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა

ნიორი – 1-2 კბილი

ქინძი – 3-4 ძირი

ხახვი – 2 თავი

წყალი – 2 ჩაის ჭიქა

ძმარი – 2-3 სუფრის კოვზი

წიწაკა, მარილი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...