ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი (1)

ყვავილოვანი კომბოსტო კონებად დაანაწევრეთ, ჭარხალი გათალეთ და გიფურული დანით დაჭერით ლამაზ ნაჭრებად.

შუშის ქილაში ან მინანქრის ქვაბში მოათავსეთ ფენებად: ყვავილოვანი კომბოსტოს კონები, დაჭრილი ჭარხალი, ნიახური, ნიორი და დაფნის ფოთოლი. მოასხით მდუღარე მარილწყალი, ზემოდან დააფარეთ მარლის ნაჭერი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე რამოდენიმე დღე. შემდეგ დაახურეთ სახურავი და დადგით გრილ ადგილას.

ჭარხალი შეგიძლიათ შეცვალოთ სტაფილოთი. მაშინ ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი თეთრი ფერის იქნება.

მასალა:

ყვავილოვანი კომბოსტო – 3 კგ.

ჭარხალი – 3 თავი (საშუალო)

ნიახური – 2 კონა (საშუალო)

ნიორი – 2-3 კბილი

დაფნის ფოთოლი – 2-3 ცალი

მარილი – 1,5 სუფრის კოვზი ლიტრ წყალზე

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...