ღორის ფეხების მუჟუჟი

ღორის ფეხები კარგად გავასუფთაოთ, დავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ. როცა კარგად მოიხარშება, შევანელოთ მარილით და გადმოვდგათ. ძმარში ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები, დავასხათ სამი-ოთხი ჩაის ჭიქა ღორის ფეხების ნახარში, დავდგათ ცეცხლზე და რამდენჯერმე წამოვადუღოთ. მოხარშული ფეხები შუა-შუა ჩავჭრათ, ჩავალაგოთ ქილაში, დავასხათ ცხელი შეზავებული ძმარი, დავახუროთ თავი და შევინახოთ ცივ ადგილას. ასე მომზადებული ღორის ფეხები საჭმელად ვარგისიამეორე დღიდან და ინახება ორი კვირის განმავლობაში ცივად.

მასალა:

ღორის ფეხები-10 ცალი

ძმარი-3ჩაის ჭიქა

პილპილი-10-15 მარცვალი

დაფნის ფოთოლი-10 ცალი

მარილი – გემოვნებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...