ღორის თავ-ფეხის საცივი

ღორის თავ-ფეხი გავასუფთავოთ, რაც შეიძლება კარგად გავრეცხოთ. ფეხები გავჭრათ შუა-შუა; თავი კი გავჭრათ ოთხად. მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და დავდგად მოსახარშად. დუღილის დროს ჩავამატოთ ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, პილპილი. როდესაც ხორცი ისე მოიხარშება, რომ ჩაიშლება და ძვლებს მოშორდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვალაგოთ ნახარშიდან, მოვაშოროთ ძვლებს რბილები და დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ სუფთა ქვაბში, ზევიდან დავაწუროთ თავისი ნახარში და ავადუღოთ. ადუღებისას შევანელოთ მარილით, დანაყილი ნივრით.

კრძის გაფორმების მიზნით, მოხარშული სტაფილო დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვათავსოდ განიერ ჭურჭელში, დავასხათ ზემოაღნიშნული ნახარში და გავაცივოთ. როცა გამაგრდება, დავჭრად, გადმოვაბრუნოთ და გადმოვიღოთ ლანგარზე.

საჭირო მასალა:

» ღორის თავ-ფეხი _ 4 კილო

» ხავი _ 5 თავი

» სტაფილო _ 4 ცალი

» ძმარი _ 0.5 ჩაის ჭიქა

» დაფნა _ 4 ფოთოლი

» ნიორი _ 1 თავი

» მარილი _ გემოვნებით

» შავი პილპილი _ გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4

Share on Facebook
Facebook
Share this...