ქათმის ჩიხირთმა

საჭირო პროდუქტი:

ქათამი, 800-900გ.

4 კვერცხი

4-5 თავი ხახვი

2 სუფრის კოვზი ძმარი

3 ჩაის კოვზი პურის ფქვი

1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი (ზაფრანა)

ნახევარი ჩიქა წვრილად დაჭრილი ქინძი

მარილი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

ქათამი დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და თავისივე წვენში მოვშუშოთ, მანამ სანამ მისი ხორცი ვარდისფერს არ მიიღებს. შემდეგ ჩავამატოთ ხახვი და ქინძი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით წვრილად უნდა იყოს დაჭრილი. ვხრაკოთ ნელ-ნელა და თან ვურიოთ. შემდეგ მოვაყაროთ მარილი გემოვნებს მიხედვით და დავუმატოთ დაახლოებით ათი ჭიქა ცივი წყალი. ვადუღოთ.  იმავე ქათმის ბულიონში ავლესოთ პურის ფქვილი და კვლავ ვადუღოთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, კარგად ავურიოთ 4 კვერცხის გული, დავამატოთ თეთრი ღვინის ძმარი. ერთ ჩაის კოვზ ზაფრანას დავასხათ ერთი მესამედი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათის შემდეგ გადავწუროთ. სუფრაზე მივიტანოთ ცხელ-ცხელი.

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

Share on Facebook
Facebook
Share this...