ქათმის სუპი ყვავილოვანი კომბოსტოთი

საშუალო ზომის ქათამი გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ჩავხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ერბოში და შევურიოთ ბულიონში, დავამატოთ ლიმონის წვენი, კარგად ათქვეფილი კვერცხის გული და მარილი.

სუპს შეგვიძლია დავუმატოთ პამიდვრის პიურე ან ტომატი.

მასალა:

საშუალო ზომის ქათამი

ხახვი – 3-4 თავი

ატრია ან ვერმიშელი – 100 გრამი

ლიმონი – 1 ცალი

კვერცხის გული – 2 ცალი

მწვანილი – 2-2 ძირი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...