ქათმის კუჭმაჭის ჩიხირთმა

გასუფთავებული, გარეცხილი ქათმის კუჭმაჭი თავისი სიმსუქნით ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშულ წვენს მოვხადოთ სიმსუქნე, ჩავასხათ სუფთა ქვაბში, ჩავამატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ვშუშოთ და თან ვამატოთ ცოტ-ცოტა ბულიონი თავისი სიმსუქნით, რომ ხახვი არ მიეწვას ჭურჭლის ფსკერს. მოშუშულ ხახვში ჩავასხათ გაწურული ბულიონი, ავადუღოთ, მოვათავსოთ შიგ წვრილად დაჭრილი ქინძი. ცალკე ჭურჭელში გადმოვიღოთ ცოტა წვენი, გავხსნათ შიგ პურის ფქვილი, გავთქვიფოთ კვერცხის გული, ჩავასხათ ჩიხირთმაში, ჩავყაროთ მარილი და განუწყვეტლივ ვურიოთ რომ არ აგვეჭრას. სუფრაზე მიტანის წინ დავამატოთ ლიმონის წვენი.

მასალა:

კუჭმაჭი-1 ქათმის

ხახვი-1 თავი

პურის ფქვილი-1 ჩაის კოვზი

კვერცხის გული-1 ცალი

ლიმონის წვენი-1 ჩაის კოვზი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...