ფუნთუშები ისპანახით (1)

1 სუფრის კოვზი საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ნახევარი ლიტრი ნელთბილი წყალი, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი (ზილეთ დიდხანს). შეფუთეთ და დაელოდეთ ცომის სრულ ამოსვლას.

აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე. დაანაწევრეთ პატარა ულუფებად, სათითაოდ გააბრტყელეთ. ზედ მოათავსეთ ისპანახის გულსართი და თავი მოუკარით სიგრძეზე. შეწვით მდუღარე ზეთში, ორივე მხრიდან.

გულსართის მომზადების წესი: მოხარშეთ ორი კონა ისპანახი, გადაიტანეთ საწურზე და როცა გაცივდება, კარგად გაწურეთ. აკეპეთ დანით, შეურიეთ წვრილად დაჭრილი კამა და ქინძი. შეაზავეთ დანაყილი ნივრით, წიწაკით, შავი პილპილით და მარილით. თუ გსურთ შეურიეთ ჯავზიც („მუსკატი“).

მასალა:

საფუარი – 1 სუფრის კოვზი

მარილი – 0,5 ჩაის კოვზი

ზეთი – 2 სუფრის კოვზი

წყალი – 0,5 ლ.

ფქვილი – რამდენიც საჭიროა

ისპანახი – 2 კონა

ქინძი, კამა – თითო კონა

ნიორი – 4-5 კბილი

ზეთი შესაწვავად – 1,5-2 ჩაის ჭიქა

წიწაკა, მარილი, შავი პილპილი, ჯავზი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...