ტოლმა ვაზის ფოთოლში

ძროხის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ პილპილი, მარილი, კვერცხი, სხვადასხვა მწვანილი და კარგად ავზილოთ.

ვაზის ფოთოლი გავარჩიოთ, დავასხათ მდუღარე წყალი, წამოვადუღოთ ერთი პირი, ამოვალაგოთ და გავაცივოთ. თითო კაკლისოდენა გამზადებული ხორცი ვაზის ფოთოლში სათითაოდ შევახვიოთ, ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად.

როცა მოიხარშება, ამოვალაგოთ, დავაწყოთ ლანგარზე, გადავასხათ გათქვეფილი მაწონი ან არაჟანი, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილთან ერთად დანაყილი დაჩირინი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

საჭირო მასალა:

  • » ხორცი _ 1 კილო
  • » ხახვი _ 5 თავი
  • » მაწონი ან არაჟანი _ 500 გრამი
  • » ვაზის ფოთოლი _ გემოვნებით
  • » მარილი _ გემოვნებით
  • » პილპილი _ გემოვნებით
  • » მწვანილი _ გემოვნებით

___________________________________________

წყარო: http://gigol.net/?cat=4

>>>>> კულინარია

..

Share on Facebook
Facebook
Share this...