ტოლმა ვაზის ფოთოლში(სომხურად)

ინგრედიენტები:

1კგ. ვაზის ფოთოლი (გასახვევად) ფარშისათვის: 900გრ საქონლის უცხიმო ხორცი +500გრ. ღორის ცხიმიანი ხორცი, 200გრ. ბრინჯი, 3-4 თავი ხახვი, 4-5 კბილი ნიორი, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა ქინძი, 1 კონა ტარხუნა(ან ხმელი ტარხუნა 1 სუფ.კოვზი), ოდნავ ხმელი პიტნა, ცოტა ცხარე წიწაკა და მარილი.

დამზადება:

გავაკეთოთ ფარში, ჩამოთვლილი პროდუქტებისგან და კარგად შევაზავოთ ერთმანეთში (აუცილებლად ფარშს შეურიოთ წყალი ისე როგორც მოითხოვს, რომ არ იყოს მშრალი) შემდეგ გავახვიოთ ვაზის ფოთოლში და ჩავალაგოთ ქვაბში, დავადოთ თეფში გახვეულ ტოლმებს და დავასხათ ადუღებული წყალი ისე, რომ დაიფაროს, დავდგათ ცეცხლზე და დავაფაროთ თავსახური-ადუღებიდან 30 – 35 წუთში მზად არის. მიირთმევენ ნივრიან მაწონთან ან დატკბილულ კარიციან მაწონთან ერთად.

_____________________________________

წყარო: http://www.mzareuli.com/

>>>>> კულინარია

..

Share on Facebook
Facebook
Share this...