მწვადი გამოძახებით საქართველოში საკმაოდ პოპულარული სერვისია.
მწვადი გამოძახებით >> https://fursheti.medgeo.net/2020/08/20/მწვადის-შეკვეთა/
10 პოპულარული მითი მწვადის შესახებ
მითი 1 – მწვადი ძალიან მატებს წონას
დიახ, თუ მწვადს მიირთმევთ ყოველდღე (დილით, შუადღეს, საღამოს) და აუცილებლად კარტოფილთან და პურთან ერთად, 3-4 კვირის შემდეგ თქვენი წონა ნამდვილად მოიმატებს. თუ თვეში რამდენჯერმე წაახალისებთ თავს პიკნიკის დროს მწვადით (მწვანილით, ბოსტნეულით და კარგი მშრალი ღვინითი-უმჯობესია წითელი) სასარგებლოც კი არის.
მითი 2 – მწვადში ყოველთვის რჩება ჭიების ლარვები. არანაირი შეწვა არ ანაგდურებს მათ.
ეს ასეც არის იმ შემთხვევაში, თუ სამწვადედ გამოიყენებთ ისეთ ხორცს, რომელიც ვერ გაივლის ვეტერინარულ კონტროლს (მიუხედავად იმისა, რომ ცხოველი შეიძლება საკუთარ ეზოში იყოს გაზრდილი). არ არსებობს იმის გარანტია, რომ თქვენი შინაური ცხოველი (ბატკანი ან ხბო) არ დაავადდა ნაწლავის ჩხირით ან ტრიქინელათი. დაავადებების ამ გამომწვევების განადგურება შეიძლება მხოლოდ ავტოკლავში 200-მეტი გრადუსი ტემპერატურით. გახსოვდეთ! ნებისმიერი ხორცი – უნდა იყოს შემოწმებული სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური სამსახურის ვეტექიმის მიერ.
მითი 3 – მწვადი იწვევს სიმსივნეს, ამწვავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს
დიახ. არა მხოლოდ თვითონ მწვადი, არამედ ბოლი, რომელიც წარმოიქმნება ხორციდან ნახშირზე ჩამოსული ცხიმის წვის დროს. მწვადი ბოლიდან ითვისებს კანცეროგენულ ნივთიერებებს. აი რატომ არის მნიშვნელოვანი მწვადის შეწვა მაშინ, როდესაც ბოლი აღარ არის, ნახშირი კი უნდა გათეთრდეს. ამასთანავე, სამწვადე ხორცი არ უნდა იყოს ძალიან ცხიმიანი.
მითი 4 – მწვადი ზრდის სისხლშ ქოლესტერინის დონეს, შესაბამისად იზრდება ათეროსკლეროზის განვითარების რისკი
რა თქმა უნდა! მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი ჭამის დროს მიირთმევთ დაახლოებით 1კგ ძალიან ცხიმიან მწვადს. ხოლო თუ შეჭამთ 200-250გ გრამს და თან დიდი რაოდენობით მწვანილთან ერთად – ქოლესტერინის დონე არ მოგემატებათ. კუჭის, ნაწლავისა და პანკრეასის ქრონიკული დაავადებების დროს ნუ მიირთმევთ დაბრაწულ ქერქს, მოაცილეთ ის და შესაბამისად დაავადებაც არ გამწვავდება. სხვათაშორის, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებების დროს არაა რეკომენდებული არა თვითომ მწვადი, არამედ ცხარე სანელებლები და კეტჩუპი. შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ ტომატის სოუსით ან ჩვეულებრივი ტრადიციული ღორის ან ბატკნის ხორცის მწვადი ჩაანაცვლეთ ფრინველის ხორცით.
მითი 5 – მწვადის ჭარბად მირთმევა იწვევს ჰიპერტონიასა და გულის დაავადებებს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰიპერტონიით დაავადებულებში, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევდნენ 80-100გ წითელ ხორცს – ე.წ სისტოლური წნევა ქვეითდებოდა ვერცხლისწყლის სვეტის დაახლოებით 5მმ-ით. ბოლო კვლევების თანახმად კი, წითელი ხორცი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. თუ ხორცს რეგულარულად მიირთმევთ, ის შეინარჩუნებს სისხლში ჰემოგლობინის ნორმალურ დონეს. ამასთანავე, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რომელ ხორცს აირჩევთ სამწვადედ – ბატკნის, ღორის, საქონლის თუ ფრინველის. მთავარი პირობაა: ის უნდა იყოს ახალი, სასურველია ახალგაზრდა და უცხიმო; უნდა მოამზადოთ ნახშირზე, ღუმელში ან გრილზე.
მითი 6 – მწვადი აქვეითებს ლიბიდოს (სექსუალურ მიზიდულობას)
ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან ბევრს ხორცს შეჭამთ. დაგვეთანხმეთ – გადატვირთული კუჭით რთულია ძლიერ გრძნობებზე ფიქრი.
მითი 7 – კარგი მწვადის მომზადება მხოლოდ კაცებს შეუძლიათ
სინამდვილეში აქ ადგილი აქვს ქალის მოხერხებულობას: ხომ უნდა იყოს კაცი დაკავებული და შეიგრძნოს, რომ შეუცვლელია! ქალი კი შეასრულებს არც ისე დატვირთულ სამუშაოს – გააკეთებს მარინადს, ბოსტნეულის კერძს და სოუსს. მისი ამ შეუმჩნეველი სამუშაოთი მწვადი შეიძენს განსაკუთრებულ პიკანტურობასა და განუმეორებელ გემოს.
მწვადი გამოძახებით >> https://fursheti.medgeo.net/2020/08/20/მწვადის-შეკვეთა/
მითი 8 – ბავშვებისთვის მწვადი არ შეიძლება
სინამდვილეში, 3 წლის ასაკიდან ბავშვს შეუძლის მიირთვას 1 ნაჭერი მწვადი, რომელსაც არ უნდა ქონდეს დაბრაწული ქერქი.
მითი 9 – შამფურზე შეწვის დროს ცხიმი გამოდის, ამიტომ მწვადი – თითქმის დიეტური კერძია
სინამდვილეში, შნიცელთან ან ესკალოპთან შედარებით მართლად ნაკლებ ცხიმიანი გამოვა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მწვადი დიეტურ კერძებს მიეკუთვნება. ძალიან უცხიმო ღორის ხორციც კი გადამუშავდება რთულად, ამიტომ უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ბარბექიუზე მომზადებული თევზი და ქათამი კი შეიძლება მივიჩნიოთ დიეტურ პროდუქტებად.
როგორი მწვადიც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ მისთვის საუკეთესო გარნირია მწვანე ბოსტნეული (თეფშზე ის უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე ხორცი). კარგი იქნება, თუ შამფურზე აეწყობა ხორცებს შორის; მაშინ იქნება წვნიანი, კერძი კი ნაკლებ კალორიული.
მითი 10 – წვის პროცესში წარმოქმნილი კანცეროგენები შეიძლება გახდეს სიმსივნეების წარმოქმნის მიზეზი – მჟავე მარინადების შიში
ეს არ არის მართალი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხორცს ძმარში გააჩერებთ 1 კვირა, ეს არ მოქმედებს კანცეროგენების წარმოქმნაზე. არსებობს მწვადში მავნე ნივთიერებების რაოდენობის შემცირების მეთოდები. მომზადების დროს არ გამოიყენოთ დასაწვავად ხე. წვისას ისინი გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებსაც „ითვისებს“ ხორცი. გარდა ამისა, ცეცხლის დასანთების სითხეები შეიძლება გახდეს ძლიერი ალერგიული რეაქციების მიზეზი.
თუ გიყვართ მწვადის სახლში მომზადება, შეიძინეთ ვერტიკალური სამწვადე. შეწვის ასეთი მეთოდი არ აძლევს ხორცს წვის პროდუქტებით გაჯერების შანსს.
წყარო https://4tololo.ru/content/12356
გადასვლა >> კულინარია