სოკოს პიცა

სურსათი: რძე 0,5 ლ.; კარაქი 50 გრ.; კვერცხი 3 ც.; ხახვი 2-3 თავი; ლორი 150 გრ.; სოკო 100 გრ.; ახალი პომიდორი 100 გრ,; გახეხილი ყველი 150 გრ., ფქვილი; ქინძი; მარილი; უცხო სუნელი; პილპილი; საფუარი 1/2 ჩაის კოვზი;

რძე გაათბეთ, ჩააგდეთ შიგ ერთი კვერცხი და ათქვიფეთ, შეურიეთ ცოტა მარილი და კარაქი. ჩაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი საფუარი და გადმოდგით ცეცხლიდან. გააჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ შეაზილეთ ფქვილი და გააჩერეთ 2 საათით თბილ ადგილას. ცომი კარგად რომ გაფუვდება გააბრტყელეთ 1 სმ. სისქეზე. მათავსეთ შესაბამისი ზომის ტაფაზე და დააწყვეთ ზედ სიგრძეზე დაჭრილი მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული სოკო, კუბიკებად დაჭრილი ლორი, მრგვალად დაჭრილი ხახვი და დაჭრილი პომიდორი. მოაყარეთ უცხო სუნელი და პილპილი გახეხილი ყველი და ზემოდან წვრილად დაერილი ქინძი. შედგით აირღუმელში მომზადებამდე.

….

წყარო: http://sokoebi.ge/kulinaria.php

Share on Facebook
Facebook
Share this...