სამარხო ბისკვიტი

შემადგენლობა:

250გრ ფქვილი, 200გრ შაქარი, 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი,  6 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 1ჭ. წყალი, ვანილინი,  მურაბა გემოვნებით, შაქრის პუდრა.

მომზადება:

გაცრილ ფქვილში დავამატოთ გამაფხვიერებელი, შაქარი, ზეთი, წყალი, ვანილი და ნელა მოურიოთ (ცომი უნდა იყოს თხელი). ფორმას წაუსვათ ზეთი და დავაფინოთ კალკა. შემდეგ ცომი გადავიტანოთ ფორმაში და გამოვაცხოთ სავარაუდოთ 30წ. 180–200 გრადუსზე.  რომ გამოცხვება ფორმაშივე გავაციოთ, შემდეგ მოვაცილოთ კალკა და გავჭრათ შუაზე სიბრტყით. ქვედა ნაწილს წაუსვათ მურაბა და ზევიდან დავადოთ მეორე ბისკვიტი. ზევიდან მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16

Share on Facebook
Facebook
Share this...