რძის კოქტეილი ატმით ან გარგარით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

2 ჩ/ჭ რძე, 2 ჩ/ჭ 10%-იანი ცხიმიანობის ნაღები, 1 კგ. ატამი ან გარგარი, 1,5 ჩ/ჭ შაქარი.

მომზადების წესი:

ხილი გაფცქვენით, მოაშორეთ კურკები, მოხარშეთ მცირე რაოდენობის წყალში დარბილებამდე. გახეხეთ თუშფალანგზე, შეურიეთ შაქარი, შეათბეთ შაქრის გადნობამდე და გააციეთ.

ადუღებულ ცივ რძეს დაუმატეთ ნაღები, ხილფაფა, წვრილად დამსხვრეული ყინული, აურიეთ და შედგით მაცივარში. მზა სასმელი ჩაასხით ფუჟერებში და სუფრაზე გაიტანეთ მშრალ ბისკვიტთან ან ნამცხვართან ერთად.

ულუფის რაოდენობა: 10; მომზადების დრო: 20 წუთი

წყარო: http://www.restaurant.ge

Share on Facebook
Facebook
Share this...