პურის ხარშო

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ მარილი, ერბო, დავდგათ ცეცხლზე და კარგად ჩავშუშოთ.

ერთი თონის პური პატარ-პატარა ნაჭრებად დავჭრათ, მოშუშულ ხახვში მოვათავსოთ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ შიგთავსი კარგად დაიფაროს. როცა პური მოიხარშება, დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი, ავურიოთ. წამოდუღების შემდეგ კერძი მზად იქნება.

მასალა:

თონის პური – 1 კილოგრამი

ერბო – 100 გრამი

ხახვი – 200 გრამი

კვერცხი – 2-3 ცალი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...