ნიგვზის წვენში ჩახრაკული შემწვარი ვარია

გასუფთავებული ვარია ჩავჭრათ შუაზე, წავუსვათ მარილი, დავდოთ ერბოიან ცხელ ტაფაზე, ზემოდან თეფში დავაფაროთ და დავადოთ რაიმე მძიმე საგანი, რომ ვარია ყოველი მხრიდან კარგად შეიწვას.

ხახვი წვრილად დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ კარაქი და მოვშუშოთ.

ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი და ჩავასხათ ცალკე ჭურჭელში. დანაყილ ნიგოზს შევურიოთ დანაყილი ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი, სიმინდის ფქვილი. ყველაფერი ეს გავხსნათ მდუღარე წყალში, დავასხათ კარაქში მოშუშჲლ ხახვს და ვადუღოთ. დუღილის დროს დავუმატოთ ბროწეულის წვენი (ან ისრიმის წვენი) და მიხაკ დარიჩინი. ცხელ-ცხელი, შემწვარი ვარია ნაჭრებად დავჭრათ, ჩავაწყოთ მოხარშულ წვენში და ერთი-ორი წამოდუღებისთანავე ცეცხლიდან გადმოვდგათ. სუფრაზე მიტანის წინ აღნიშნულ კერძს ზემოდან გადავასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

მასალა:

ვარია

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

კარაქი – 1 სუფრის კოვზი

ხახვი – 200 გრამი

სიმინდის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი

წყალი – 4-5 ჩაის ჭიქა

ქინძი, ნიორი, წიწაკა, ძმარი, ბროწეული, მიხაკ-დარიჩინი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...