მწვანე პამიდორი ნიგვზით

სიმწიფეში შესული საღი, მწვანე პამიდვრები დავჭრათ როგორც ზემოთ არის აღნიშნული. მოვაშოროთ თესლი, წვენი და გავთუთქოთ მდუღარე წყალში. სამი წუთის შემდეგ გავწუროთ ისე, რომ წყალი არ შეჰყვეს. მოვათავსოთ თიხის ან მომინანქრებულ ჭურჭელში. დავუმატოთ ღვინის ძმარში გახსნილი წმინდად დანაყილი ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, კამა, ოხრახუში, ქინძი, ომბალო. მივუმატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი და ყველაფერი ეს ავურიოთ ერთმანეთში. პამიდორი გადავიტანოთ თეფშზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წმინდად დაკეპილი ოხრახუში ან კამა.

მასალა:

სოკო – 500 გრამი

ნიგოზი – ¾ ჩაის ჭიქა

ხახვი (ან მწვანე ხახვი) – 1-2 თავი (5-6 ძირი)

მწვანილი – 4-4 ძირი

ძმარი, პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...