მწვადის ჩახოხბილი (მეორენაირად)

ერბოში მოვხრაკოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დავამატოთ წყალი ან ბულიონი, ძმარი. ჩავალაგოთ შემწვარი მწვადი, დავახუროთ სახურავი და მოვშუშოთ ნელ ცეცხლზე.

ჩახოხბილი შეიძლება მომზადდეს სითხის გარეშე. შემწვარი მწვადი მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ დაკეპილი ხახვი, დავახუროთ სახურავი და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე.

მასალა:

ხორცი – 1 კილოგრამი

ერბო – 2 სუფრის კოვზი

ხახვი – 4-5 თავი

ძმარი – ¼ ჩაის ჭიქა

ბულიონი ან წყალი – 0,5 ჩაის ჭიქა

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...