მაკარონი სოკოს სოუსში

400 გრ სამარხვო მაკარონი, 2,5 ლ წყალი, 50 გრ მარგარინი, მარილი – გემოვნებით;

100 გრ მოშუშული ხახვი, 400 გრ ნედლი სოკო, 50 გრ მარგარინი, 100 გრ სამარხვო მაიონეზი, კამა და მარილი – გემოვნებით.

სამარხვო მაკარონი მოვხარშოთ ჩვეულებრივად (იხ. რეცეპტი #17).

თავი ხახვი გავფცქვნათ, გავრეცხოთ, დავჭრათ ალყა-ალყა, მოვშუშოთ მარგარინში, დავამატოთ გადარჩეული, გარეცხილი და პატარა ნაჭრებად დაჭრილი თეთრი სოკო, მოვშუშოთ ყველაფერი ერთად. დავამატოთ ცოტა მაკარონის ნახარში, სამარხვო მაიონეზი და ყველაფერი გავაცხელოთ. მოხარშულ მაკარონს დავასხათ სოკოს სოუსი, გადავურიოთ და გავაცხელოთ.

მზა მაკარონი სოკოს სოუსში გადავიტანოთ თეფშზე, მოვასხათ გამდნარი მარგარინი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...