კორკოტი ნიგვზით

ხორბლის ბურღული წინასწარ ჩავალბოთ ნელთბილ წყალში. წყალი გადავწუროთ, ბურღული მოვათავსოთ მშრალ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ. მოხალული მარცვლები ჩავყაროთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 2-2.5 საათი ისე, რომ ბურღული მთლიანად ჩაიშალოს. ნიგოზი კარგად დავნაყოთ, გამოვწუროთ ზეთი და ამ ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშული ხახვი და ნიგოზი შევურიოთ მოხარშულ კორკოტს. შევაზავოთ მარილით და სუფრაზე ისე მივიტანოთ. ასეთი წესით მომზადებული კორკოტი შეიძლება სუფრაზე ცივად მივიტანოთ, დაკეპილი ხახვით, დანაყილი ნიგვზითა და ნიგვზიდან გამოწურული ზეთით შეზავებული.

საჭირო მასალა:

» ბურღული _ 2 კილო

» ხახვი _ 300 გრამი

» ნიგოზი _ 250 გრამი

» მარილი _ გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4

Share on Facebook
Facebook
Share this...