კომბოსტოს სუპი

400 გრ კომბოსტო, 600 გრ კარტოფილი, 150 გრ სტაფილო, 100 გრ თავი ხახვი, 100 გრ პომიდორი ან ტომატ-პიურე, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 1700 მლ წყალი, 2-3 კბილი ნიორი, ოხრახუში, სანელებლები და მარილი – გემოვნებით.

ბოსტნეულს მოვაცილოთ დაზიანებული ფოთლები და ადგილები, გავრეცხოთ ცივ წყალში. კომბოსტო დავჭრათ ჩალისებურად, კარტოფილი და სტაფილო – კუბებად, პომიდორი პატარა ნაჭრებად, ხოლო ხახვი – ალყა-ალყა.

სტაფილო, ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, ბოლოს დავამატოთ პომიდორი ან ტომატ-პასტა და ვშუშოთ 3-5 წუთი.

მდუღარე მარილიან წყალში ჩავყაროთ დაჭრილი კომბოსტო, რამოდენიმე წუთში დაჭრილი-კარტოფილი და ვხარშოთ 15-20 წუთი. ხარშვის ბოლოს დავამატოთ მოშუშული ბოსტნეული, სანელებლები, დაჭრილი მწვანილი და მივიყვანოთ მზადყოფნამდე. შეიძლება დავამატოთ ნიორი – გემოვნებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...