კარტოფილი ნიგვზით

კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, მერე გავფცქვნათ და ოთხკუთხედად დავჭრათ. დავნაყოთ ერთად ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ქინძი, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დაკეპილი ხახვი და მოხარშული, ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი. ლამაზად დავდოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა და ისე მივიტანოთ სუფრაზე.

მასალა:

კარტოფილი – 1 კილოგრამი

ხახვი – 2 თავი

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

ნიორი – 2 კბილი

ოხრახუში, კამა – 3-3 ძირი

ძმარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...