კარტოფილის ფუნთუშები (1)

1 სუფრის კოვზი საფუარი გახსენით ნახევარ ლიტრ ნელთბილ წყალში და გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთი. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი სპირტი ან არაყი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი (დიდხანს ზილეთ). შეფუთეთ და დაელოდეთ ცომის აფუებას (ზაფხულში შეფუთვა არ არის საჭირო, მხოლოდ ტილო გადააფარეთ).

აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ამოავლეთ ფქვილში და სათითაოდ გააბრტყელეთ. თითოეულზე მოათავსეთ კარტოფილის პიურე და მოუკარით თავი სიგრძეზე. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი ბლომად და აადუღეთ. მოათავსეთ გამზადებული ფუნთუშები და შეწვით ორივე მხრიდან.

კარტოფილის პიურე შემდეგნარად მზადდება: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, მოასხით 1 სუფრის კოვზი წყალი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.

მასალა:

საფუარი – 1 სუფრის კოვზი

წყალი – 0,5 ლ.

შაქრის ფხვნილი – 1 სუფრის კოვზი

სპირტი – 1 სუფრის კოვზი

მარილი ცომისთვის  – 0,5 ჩაის კოვზი

ზეთი შესაწვავად – 1,5-2 ჩაის ჭიქა

ზეთი ცომისთვის – 2 სუფრის კოვზი

ფქვილი – რამდენიც საჭიროა

კარტოფილი – 1,5 კგ.

ხახვი – 2-3 თავი

შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...