ისპანახი ერბო-კვერცხით

ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვხარშოთ. გადავწუროთ საწურზე, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ ერბოში, დავუმატოთ მოხარშული, გაწურული ისპანახი, დავამატოთ კიდევ ერბო და ერთად მოვხრაკოთ. ჩავუმატოთ ქინძი, ოხრახუში, კამა, მარილი, პილპილი.

გავთქვიფოთ ორი კვერცხი, ავურიოთ მოშუშულ ისპანახში, კიდევ გავთქვიფოთ ორი კვერცხი და ისპანახს ზევიდან მოვასხათ, დავხუროთ ხუფი და ვშუშოთ, სანამ კვერცხი მზად არ იქნება.

მასალა:

ისპანახი – 1 კილოგრამი

ხახვი – 3-4 თავი

ერბო – 4 სუფრის კოვზი

კვერცხი – 4 ცალი

მწვანილი – 4-4 ძირი

მარილი, პილპილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...