ისპანახის მხალი

1 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ღვინის ძმარი ან ბროწეულის წვენი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

გადარჩეულ, გარეცხილ ისპანახს დავამატოთ რამდენიმე ძირი ქინძი და მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, გადავიტანოთ თუშფალანგზე. როცა შეგრილდება, გავწუროთ ხელით, მოვათავსოთ ხის დაფაზე და დავჭრათ. ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა და მარილი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ღვინის ძმრით ან ბროწეულის წვენით და ცოტაოდენი ისპანახის ნახარშით. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში და შევურიოთ გამზადებულ ისპანახს.

მზა კერძი გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით, ბროწეულის მარცვლებით, ან ალყა-ალყა დაჭრილი ხახვით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...