ინდაურის საცივი აჭარულად

გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური მოვათავსოთ ქვაბში და მთლიანად მოვხარშოთ. ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, ჩავალესოთ კვერცხის გული. შემდეგ ამაშივე ავურიოთ კარგად დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და გავხსნათ ინდაურის ნახარშში. მოხარშულ ინდაურს მოვაყაროთ მარილი, გავაციოთ, დავჭრათ და მოვასხათ გამზადებული, გაციებული წვენი.

მასალა:

ინდაური

კვერცხი-3ცალი

ხახვი-400გრ

ნიგოზი-4ჩაის ჭიქა

ნიორი, წიწაკა, ხმელი სუნელი, მარილი-გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...